ირანი პირველი ქვეყანაა, რომელმაც პოპულარული სმარტფონ თამაში “პოკემონ გოუ” აკრძალა.
როგორც უცხოური მედია წერს, ირანის ოფიციალური უწყებები, აკრძალვის მიზეზად უსაფრთხოების კუთხით არსებულ ეჭვებს ასახელებენ.
“პოკემონ გოუს” პოპულარობა კი მსოფლიოში, დღითიდღე იზრდება.
ამ თამაშში ჩართული არიან პოლიტიკოსები, ცნობილი ადამიანები, ბიზნესის წარმომადგენლები.
“პოკემონ გოუ” ხელმისაწვდომია 35 ქვეყანაში.