LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ირანში საბრძოლო ოპერაციები სრული ძალით გრძელდება და გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი ყველა მიზანი არ იქნება მიღწეული“ – დონალდ ტრამპი

128
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ ირანზე დარტყმებმა ასობით სამიზნეს მიაღწია და ქვეყნის საზღვაო ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა.

ტრამპის თქმით, დაბომბვის შედეგად განადგურდა ირანის რევოლუციური გვარდიის ობიექტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, გარდა ამისა, მოკლეს ირანის უზენაესი ლიდერი ხამენეი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.

„მთელი სამხედრო სარდლობაც განადგურებულია“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ბევრს დანებება სურს.

ტრამპმა შაბათ-კვირის დარტყმები უფრო ხანგრძლივი შეტევის დასაწყისად შეაფასა და განაცხადა, რომ „საბრძოლო ოპერაციები სრული ძალით გრძელდება“ მიზნების მისაღწევად.

„საბრძოლო ოპერაციები ამ დროისთვის სრული ძალით გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ჩვენი ყველა მიზანი არ იქნება მიღწეული. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი მიზნები“, – აღნიშნა ტრამპმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g