საახალწლო დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად მაღაზიებში სიარული ჩვეულებრივი მოვლენაა და როგორც ჩანს, გამონაკლისი არც დედა ირემია.
ლორი ჯონსი კოლორადოს შტატში, ერთ–ერთ პატარა მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობს. ამ რეგიონში ველური ბუნების წარმომადგენლებთან შეხვედრა იშვიათობას არ წარმოადგენს, თუმცა ცოტა ხნის წინ მომხდარმა მოვლენამ მაინც ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
დიახ, ლორის მაღაზიაში ირემი ესტუმრა.
დაუპატიჟებელ ვიზიტორს გამყიდველი გაოგნებული უყურებდა, ის კი ისე იქცეოდა თითქოს რიგითი მყიდველი იყო და პროდუქციას ათვალიერებდა.
„ეს ნამდვილი საოცრება იყო“ – უთხრა ჯონსმა გამოცემა The dodo–ს, „ირემი მზის სათვალეებს და ჩიფსებს აკვირდებოდა. მე კი სიცილს ვერ ვიკავებდი.“
შემდეგ ლორი მიხვდა, რომ ცხოველს გზა აებნა, ამიტომ მას გარეთ გასვლაში დაეხმარა, თან შოკოლადის ფილით გაუმასპინძლდა.
უკან დაბრუნებული ფიქრობდა, რომ უჩვეულო სტუმრობა ამით დასრულდებოდა, თუმცა არა.
„დაახლოებით 30 წუთის შემდეგ ირემი უკან დაბრუნდა და თან მთელი ოჯახი მოიყვანა.“
ბავშვები დედას კართან ელოდებოდნენ და შიგნით შემოსვლას ვერ ბედავდნენ.
„ისე იდგნენ, თითქოს მეკითხებოდნენ, შეიძლება შემოვიდეთო? ეს ძალიან სასაცილო იყო.“
ჯონსმა იცოდა, რომ ველური ბუნების წარომადგენლებთან მაინც სიფრთხილის გამოჩენა იყო საჭირო, ამიტომ ამჯერადაც შოკოლადი აიღო და ოჯახს მინდვრისკენ გაუძღვა.
მინდორში მისულები კი ტაშის კვრით ტყისკენ გადენა, თან უყვიროდა შვილები სახლში წაიყვანეო.
დაუპატიჟებელი სტუმრები ამის შემდეგ აღარ გამოჩენილან.