LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა, ემბერი და ლუპიტა – სამი ლამაზმანი ერთი ფილმის პრემიერაზე

335

კანის რიგით 71-ე კინოფესტივალი წელს განსაკუთრებულად დატვირთულია. ამჯერად ფესტივალის საკონკურსო პროგრამის ფარგლებში ახალი ფილმი, Sorry Angel ფრანგმა რეჟისორმა კრისტოფ ონორემ წარადგინა. ფილმის საპრემიერო ჩვენებისას წითელ ხალიჩაზე ერთდროულად გამოჩნდნენ ირინა შეიკი, ემბერ ჰერდი და ლუპიტა ნიონგო.

თუ ფილმ Yomeddine-ის პრემიერაზე ირინა შეიკი შავ კლასიკურ კაბაში წარსდგა, ამჯერად ცნობილმა მოდელმა არჩევანი „ვერსაჩეს“ წითელ სექსუალურ კაბაზე შეაჩერა. „ვალენტინოს“ ყვავილებით დაპრინტულ კაბაზე გააკეთა არჩევანი ემბერ ჰერდმა, რომელიც მხრებსა და მკერდზე მთლიანად ღია იყო და ულაზესი ქვედაბოლო ამშვენებდა. კლასიკური თეთრი ფერის ჰაეროვან კაბაში გამოჩნდა „ოსკაროსანი“ ლუპიტა ნიონგო. კაბა მსახიობისთვის „დიორის“ მოდის სახლმა შექმნა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g