ირინა შეიკი – თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სუპერმოდელია. დედა ის რამდენიმე თვის წინ, 31 წლის ასაკში გახდა და უმოკლეს დროში შეძლო უწინდელი ფორმის დაბრუნება. მოდის ინდუსტრიის წარმომადგენელთა აზრით კი, მშობიარობის შემდეგ შეიკი იმაზე უკეთეს ფორმაში ჩადგა, ვიდრე მანამდე.
ცნობილი ხდება, რომ ფორმის შესანარჩუნებლად მოდელი არ მიმართავს მკაცრ დიეტებს. მის სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით იმ საკვების ფოტოებს, რომლებიც როგორც წესი, სუპერმოდელებს მკაცრად აქვთ აკრძალული.
ირინა უარს არ ამბობს ჰამბურგერებსა და ტკბილზე, ამის პარალელურად კი იდეალურ ფორმას ინარჩუნებს. შეიკს ხშირად უთქვამს, რომ ფორმაში ყოფნის მთავარი საიდუმლო სპორტია, რომელიც მას ტონუსის შენარჩუნებაში ეხმარება.