ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ კომპანია Meta-ს რეკორდული ჯარიმა დაეკისრა. ევროკავშირში მონაცემთა დაცვის მთავარი პრინციპის დარღვევის გამო, კომპანიას 1,2 მილიარდი ევროს გადახდა მოუწევს.
ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიის დასკვნით, Meta ევროკავშირის მოქალაქეების პირად მონაცემებს კვლავ ევროკავშირის საზღვრებს გარეთ, კონკრეტულად კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ამუშავებდა. ეს კი უწყების განმარტებით, გაერთიანების მოქალაქეების უფლებებს საფრთხის წინაშე აყენებს.
Meta-ს წარმომადგენლები ირლანდიის მონაცემთა დაცვის დასკვნას უსამართლოს უწოდებენ, ისინი განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.