ირმა ინაშვილი ტელეწამყვანად ბრუნდება. ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა Facebook-ზე დაწერა. მისივე ინფორმაციით, 14 აპრილიდან თავისსავე ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში გადაცემას”სტუდია #8″ წაიყვანს.
“14 აპრილიდან შევხვდებით “ობიექტივის” ეთერში! ყოველ ორშაბათს და პარასკევს, 22 საათსა და 30 წუთიდან ეთერში იქნება სტუდია #8, ირმა ინაშვილთან ერთად!!!”, – წერს ინაშვილი.

