მომღერალი ირმა სოხაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას და მას მხარდაჭერას უცხადებს.
როგორც ირმა სოხაძე წერს, ახალი თეატრი და მისი ხელმძღვანელი უფრო მეტ დაფასებას იმსახურებს.
„ახალ თეატრს, რომლის სპექტაკლები სულ ანშლაგებით მიდის, მის დასს და ხელმძღვანელს, მეტი დაფასება სჭირდება.
დაანებეთ თავი ხელოვანებს, გაათავისუფლეთ უსამართლოდ დაკავებული მართლა ღიმილის ბიჭები, მოგვეცით ნორმალურად ცხოვრების და სუნთქვის საშუალება!
ჩემი სოლიდარობა დოის!“, – წერს ირმა სოხაძე.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილის გათავისუფლების მიზეზების განმარტებისას განაცხადა, რომ უწყების მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.
შეგახსენებთ, „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ „საპროტესტო მანიფესტი“ გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობი საპროტესტო აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძეა, რამდენიმე თვეა გაფიცულია.
ამავე თემაზე იხილეთ ვრცლად:
„მივმართავ თეატრალურ კომფორტში ჩამთბარ და ჩაბიჟვინებულ „მოღვაწეებს..“ – რას წერს დათა თავაძე
„ეს არის პასუხი მანიფესტს…ქუჩაში გამოსვლაა საჭირო“ – სოფო ნიჟარაძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე
„დოი გაუშვეს და ჩვენ თეატრი აღარ გვაქვს!“ – გიგა დათიაშვილი
„დათო დოიაშვილის გათავისუფლება არასწორია, არასწორი“ – ქეთი დოლიძე