LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ირნერო“ ახალგაზრდებს ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შეასწავლის და სწავლების პროცესში, ხელფასსაც გადაუხდის

146
135881693-199469038517177-1147566677799390942-n

კომპანია “ირნერო” იწყებს პროფესიულ სასწავლო პროგრამას „ასწავლე და დაასაქმე ირნეროში“, რომლის ფარგლებშიც 18 წლიდან ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ ცოდნა და უნარები რამდენიმე მიმართულებით და სამომავლოდ კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, დასაქმდნენ „ირნეროში“.

„პროგრამაში ჩართული  ახალგაზრდები სწავლებას გაივლიან ჩვენი კომპანიის პროფესიონალ კადრებთან და ასევე უცხოელ პროფესიონალებთან. მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ მონაწილეებს სწავლების პროცესში დაენიშნებათ ხელფასი.

კომპანიის მიზანია, ასწავლოს და დაასაქმოს ახალგაზრდები, რომლებსაც არა აქვთ საშუალება და ფინანსები, რომ გაიარონ პროფესიული კურსები და აქვთ ნიჭი და სურვილი, დაეუფლონ ამ საუკუნის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს. ჩვენი კომპანია მათ მისცემს სწავლისა და განვითარების საშუალებას. პროგრამა განკუთვნილია საქართველოს ყველა რეგიონის მსურველთათვის.

იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ხელი შევუწყოთ ჩართულობაში, მონაწილეებს ექნებათ ფიქსირებული ხელფასი (500 ლარის ოდენობით) მინიმალური საყოფაცხოვრებო ხარჯების დასაფარად.  პროგრამის წარმატებით დასრულებისა და კომპანიაში კადრად აყვანის შემდეგ, მინიმალური ხელფასის ოდენობა განისაზღვრება 1200 ლარიდან“, – აცხადებენ კომპანია „ირნეროში“.

მათივე ინფორმაციით, მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისა და მომავალი თაობის  განვითარებისთვის.

პროგრამაში ჩართვისთვის საჭირო უნარებია:

☑ პუნქტუალურობა (არაპუნქტუალური კადრები არ განიხილებიან მიუხედავად დანარჩენი უნარების ფლობისა)

☑პასუხისმგებლობის უნარი

☑ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე

☑ანალიტიკური აზროვნება

დაინტერესებულმა პირებმა გააგზავნეთ თქვენი სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და სამოტივაციო წერილი ( რატომ გსურთ  პროგრამაში ჩართვა) მისამართზე: [email protected]

პროგრამის მიმართულებებია:

  • პროგრამირება ( პროგრამირების ენა-Python; C/C++; Java; საწყისი დონიდან ზემოთ)
  • Front-end, back-end web developing (ვებ გვერდებისა და ვებ აპლიკაციების შექმნა)
  • web დიზაინი (ვებ გვერდებისა და ვებ აპლიკაციების დიზაინის შექმნა)
  • ინჟინერ-კონსტრუქტორი (ორ და სამ განზომილებიანი მოდელების შექმნა პროგრამებით- Solidworks; Autocad)
  • რობოტიზირებული სისტემების მართვა და კონსტრუირება

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 591 129 279

ინფორმაცია კომპანია „ირნეროს“ შესახებ იხილეთ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g