40 წლის კრიშტიანო რონალდომ, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ 31 წლის ჯორჯიანა როდრიგესთან ნიშნობა ოფიციალურად დაადასტურა, წინასაქორწილო საჩუქრებში უკვე დაახლოებით 366 ათას დოლარზე მეტი დახარჯა.
ფეხბურთელმა საყვარელ ქალს Porsche Taycan-ის ელექტრომობილი (106 ათასი დოლარი), Audemars Piguet-ის საათი (72 ათასი დოლარი), Patek Philippe-ის საათი (57 ათასი დოლარი), ასევე Christian Dior-ისა და Louis Vuitton-ის ჩანთები (ჯამში 9 ათას დოლარზე მეტი) და 24 ათას დოლარზე მეტი ღირებულების ბრენდული ტანსაცმელი აჩუქა.
„ის ამ დღისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა და სურდა, რომ ყველაფერი განსაკუთრებულად ყოფილიყო“, – განაცხადა წყარომ.
რაც შეეხება ნიშნობის ბეჭედს, ჯორჯიანას გიგანტური ოვალური ფორმის ბრილიანტის ბეჭედი სავარაუდოდ 15-30 კარატს შორის მერყეობს, ხოლო მისი ღირებულება 2.5-დან 5 მილიონ ამერიკულ დოლარამდე შეიძლება იყოს.
„ეს ბეჭედი არის წარმოუდგენელი სამკაული. ოვალური ჭრილი გამოირჩევა განსაკუთრებული ბზინვარებით, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ბრილიანტის ბრწყინვალებას. ცენტრალური ქვა მოთავსებულია პლატინაში, რაც მისი გამძლეობისა და ელეგანტურობის საწინდარია“, – აცხადებს ცნობილი იუველირი, ლორა ტეილორი.
ფოტო: „ქალი ასე უნდა დააფასო და გააღმერთო!“ – ერთად ჩავიხედოთ ჯორჯიანა როდრიგესის უძირო ზარდახშაში



