LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის აქ არის: ლეგენდარული ალიგატორი გოლფის ტურნირზე ისევ მივიდა (ვიდეო)

194

ის დაბრუნდა. 5-მეტრიანი ალიგატორი გოლფის ტურნირს დაესწრო და მდელოზე გაიშხლართა.

ფლორიდის გოლფ-კლუბ Buffalo Creek Golf Course-ის სტუმრებმა კვლავ გადაიღეს 5-მეტრიანი ალიგატორი მეტსახელად ჩაბსი, რომელმაც კიდევ ერთხელ მოისურვა მდელოზე გასეირნება.

ლეგენდარული რეპტილია მშვიდად მიეფიცხა მზეს და სათამაშო ადგილიდან სულ რაღაც ათეული მეტრით იყო დაშორებული.

მწვანე სტუმარი ამ კლუბში 2 წლის წინ გამოჩნდა. მაშინ გოლფის მოედნის გავლით უბრალოდ თავისი გზა დაიმოკლა.

მისისიპის (ამერიკული) ალიგატორის რიცხოვნობა მილიონამდეა შეფასებული.
ამერიკული ალიგატორები საშუალოდ 3.5 მეტრ სიგრძემდე იზრდებიან და 200 კგ-ს იწონიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები