ბრიტნი სპირსი გამოეხმაურა ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ იგი ნასვამ მდგომარეობაში დაჯდა საჭესთან და ლამის მეგობარს დაეჯახა. მომღერალმა „ინსტაგრამზე“ ამ თემაზე ახალი პოსტი გაავრცელა და განაცხადა რომ ეს მისი ორეული იყო.
„თუ ვინმეს აინტერესებს, ის მე არ ვიყავი, ის უბრალოდ, ჩემი ორეული იყო. სამწუხაროდ, საშინელი სიტყვების შემდეგ, რაც ჩემს მისამართით ისმის, აღარ მაქვს საკუთარი თავისადმი პატივისცემა. ამიტომ არც შთაგონება მაქვს და არც სურვილი, რამე გაჩვენოთ“ – დაწერა პოპის პრინცესამ.
ცნობისთვის, სპირსი არაფხიზელ მდგომარეობაში პაპარაცებმა კალიფორნიის ერთ-ერთ ელიტურ რესტორანში შენიშნეს. მომღერალი დაწესებულებაში ჩუსტებით, მეგობრის თანხლებით მივიდა. ის რესტორანში ჭიქებსა და თეფშებს ისროდა, მათ ამტვრევდა, იყო ძალიან აგრესიული, შენობიდან გაყვანის შემდეგ კი, ავტომობილს მიუჯდა და მეგობარს კინაღამ დაეჯახა. თვითმხილველები იმასაც ჰყვებიან, რომ სახლში მისვლისას ბრიტნი ჭიშკარს ვერ აღებდა.
ბრიტნი სპირსი აცხადებს, რომ მას ტვინის დაზიანება აქვს – არტისტი შოკისმომგვრელ პოსტს ავრცელებს