ცნობილი ძაღლი „პატრონი“ ჩერნიგოვის რეგიონში მაშველებს ნაღმების განეიტრალებაში ეხმარება.
ომის დაწყებიდან დღემდე მან უკვე 150 ასაფეთქებელი ობიექტი აღმოაჩინა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„გაიცანით, ის ორი წლისაა.
ის არის ჩვენი ჩერნიგოვის პიროტექნიკოსების სული, თან გვახლავს ყოველთვის და ყველგან.
სხვათა შორის, მას ძალიან უყვარს ყველი, ამიტომ ჩვენი ბიჭები, სიამოვნებით აჭმევენ მას“,- წერს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.


