LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის დარგები, სადაც გვაქვს პოტენციალი მეტად განვავითაროთ ექსპორტი, დახმარებას მიიღებენ – თურნავა

40
5eaa977738251

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ შესული ცვლილებების დეტალები განმარტა.

„ის დარგები, და ასეთი არის დაახლოებით 60-მდე დარგი, სადაც გვაქვს პოტენციალი, რომ უფრო მეტად განვავითაროთ ექსპორტი, მიიღებენ ჩვენი პროგრამიდან კომბინირებულ დახმარებას. ეს არის ერთდროულად სესხის პროცენტის სუბსიდირება, საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რითიც ჩვენ თანაუზრუნველყოფას ვთავაზობთ მათ ბანკებში და პლუს, სრულიად ახალი კომპონენტი არის გრანტი. გრანტი იქნება აღებული სესხი 15%-ის ოდენობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გაცილებით უფრო აიაფებს დაფინანსებას და ხელმისაწვდომს ხდის დაფინანსებას მცირე ბიზნესებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, თუ აქამდე „აწარმოე საქართველოშის“ ფარგლებში თანასუბსიდირება 3 წლის განმავლობაში ხდებოდა, ამიერიდან, დახმარება სესხის მთლიანი ხანგრძლივობის პერიოდზე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები