LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის იწვა, უკვე ცუდად იყო“ – რა გაუგებრობა ჰქონდათ რობერტ სტურუას და გია ყანჩელს ერთმანეთთან?

737
sturuaaa

რეჟისორმა რობერტ სტურუამ კომპოზიტორ გია ყანჩელთან დაკავშირებით გადაცემაში „სხვა კითხვები“ ისაუბრა.

„გადაწყვიტა, რომ ჩემი პოზიცია არ არის სწორი და ამის შესახებ თქვა. არ მეწყინა, გიასგან მე არაფერი არ მწყინდა. იმას ეგონა, რომ მეწყინა. წერილიც მივწერე საპასუხოდ და პირადადაც მივედი. არაფერი მომხდარა არც მისთვის და არც ჩემთვის. ის იწვა უკვე ცუდად იყო, მეც გულის ოპერაციისთვის ვემზადებოდი, ჩავწექი და ფოტოც არის გადაღებული ორივე ვწევართ, მე აქეთ, გია იქ. სიტყვებს არ აქვს მნიშვნელობა, როცა ასეთი მეგობრობაა“, – განაცხადა სტურუამ და დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g