LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის ლეგენდაა, მისი ქორწილის შესახებ მთელი მონაკო ლაპარაკობდა“ – რას ამბობს ავტომობილების ბრენდის, KLASSEN-ის დამფუძნებელი ნიკა ლომიაზე, რომელსაც გამოფენაზე პირადად უმასპინძლა

481
გიორგი უძილაური (2)

KLASSEN Automobile GmbH-ის მიერ ორგანიზებულ ავტომობილების გამოფენაზე ახალდაქორწინებულ წყვილს – ნიკა ლომია და მის უკრაინელ მეუღლეს განსაკუთრებულად უმასპინძლეს.

კომპანიის დამფუძნებელმა, Paul Klassen-მა, წყვილი პირადად მიიღო და მიესალმა. შეხვედრისას მან აღნიშნა, რომ მის გვერდით იმყოფება ადამიანი, რომელსაც, მისი შეფასებით, მონაკოში ყველაზე გრანდიოზული და ხმაურიანი ქორწილი ჰქონდა.

„ჩემს გვერდზე ზის ლეგენდა, თქვენ ალბათ ნახეთ ქორწილი, რომელზე მთელი მონაკო ლაპარაკობდა. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მას“, – აღნიშნა KLASSEN Automobile GmbH-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

მოწვეული მომღერლები და მოცეკვავეები: სუხიშვილები, რიკი მარტინი, ვალერი მელაძე, მაქსიმ გალკინი – სოციალურ ქსელში გავრცელდა ქართველი ბიზნესმენის გრანდიოზული ქორწილის კადრები, რომელიც კანში გაიმართა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g