ჯონი დეპმა The Sunday Times-თან მიცემულ იშვიათ ინტერვიუში, ემბერ ჰერდთან ქორწინების, დაშორებისა და შემდგომი დრამატული სასამართლო პროცესის შესახებ, ღიად ისაუბრა.
62 წლის მსახიობმა წარსულ ურთიერთობაში თავის შეცდომებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ადრე სიყვარულს გულუბრყვილოდ უყურებდა:
„როგორ ვუყურებდი მაშინ იმას, რასაც ახლა სიყვარულს ვეძახი? სულელი ვიყავი. როცა გულუბრყვილო ხარ და ვიღაცის თვალებში სევდას და მარტოობას ამჩნევ, გგონია, რომ შეგიძლია დაეხმარო, მაგრამ ცხოვრება გასწავლის: არც ერთი კეთილი საქმე დაუსჯელი არ რჩება. ვისთანაც ცდილობ მოსიყვარულე იყო, საბოლოოდ საშინელებას განგაცდევინებს. მას საშუალება რომ მისცემოდა, დანსაც ჩამარტყამდა“, – განაცხადა დეპმა.
ჯონი დეპი და პენელოპე კრუსი მადრიდში იმყოფებიან – მსახიობები მორიგი კინოპროექტისთვის ერთიანდებიან
ცნობისთვის, დეპი-ჰარდის დაპირისპირება მრავალწლიან მძიმე პროცესად იქცა, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. საბოლოოდ, ჰარდი ცილისწამებაში დამნაშავედ ცნეს.
„მე სიძულვილისთვის მეტი ადგილი აღარ მაქვს“- ჯონი დეპმა ემბერ ჰარდს შეუნდო

