თბილისიდან დუბაის და შარჯას მიმართულებით ფრენები დამტკიცდა.
მიმდინარე წლის 28 იანვრიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flydubai საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებს. თებერვალში, დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება. ავიარეისები Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:
დუბაი – თბილისი, ჩამოფრენა 15:50 (ადგილობრივი დრო);
თბილისი – დუბაი, გაფრენა 16:50 (ადგილობრივი დრო).
მიმდინარე წლის 30 იანვრიდან, საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებს არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia-ც. თებერვალში, შარჯა-თბილისი-შარჯას საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 1 სიხშირით, ყოველ შაბათს შესრულდება. ავიარეისები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:
შარჯა – თბილისი, ჩამოფრენა 14:20 (ადგილობრივი დრო);
თბილისი – შარჯა, გაფრენა 15:10 (ადგილობრივი დრო).
ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს, რომელმაც აღნიშნულ ავიაკომპანიებს საქართველოში ოპერირების ნებართვა უკვე მისცა.