LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა არის მიუღებელი და არაკორექტული, ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და მიმაჩნია, ჩვენს სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი“ – გენო პეტრიაშვილი

204
გენო პეტრიაშვილი

ოლიმპიური ჩემპიონი და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი გენო პეტრიაშვილი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ პოსტს აქვეყნებს, რომელიც სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელი და არაკორექტულია.

გენო პეტრიაშვილი ემიჯნება ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და მიაჩნია, რომ საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი სჭირდება.

„ჩვენ არასდროს გაგვიცვლია სამშობლო ხალხისა და გულშემატკივრის სიყვარული! ეს არის უდიდესი გამარჯვება და მონაპოვარი ყოველი ჩვენგანისა! ის რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა არის მიუღებელი და არაკორექტული, ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და სწორედ ამიტომ მეც ისევე როგორც ჩემს მეგობრებს მიმაჩნია რომ ჩვენს სამშობლოს ჭირდება ღირსეული პრეზიდენტი“, – წერს გენო პეტრიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g