ფედერალ 1-ის კლუბ “გროლეს” წარმომადგენლები გუნდის მოთამაშის, 28 წლის ქართველი მორაგბის, ბექა ბურდიაშვილის ტრაგიკულად დაღუპვას გამოეხმაურნენ:
“ეს ამბავი მაშინ გავიგეთ, როცა თამაშისთვის გახურებას ვიწყებდით. ყველა განადგურებული იყო. ბექა გუნდს 2-თვიანი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა. ის ტემპერამენტიანი მოთამაშე იყო. 2 სეზონი “ლა სენში” გაატარა და შემდეგ დაგვიბრუნდა. ის ძალიან ძლიერი გახლდათ, შრომისმოყვარე და მინდორზე სწორი მოქმედებებით გამოირჩეოდა”, – თქვა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟან კრისტოფერ ბაკამ.
“ის რაგბითა და რაგბისთვის ცხოვრობდა. რაც მოხდა, ეს საშინელი ტრაგედიაა. ჩვენ მის პარტნიორზე ვფიქრობთ, რომელზეც სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდა”, – აღნიშნა კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა გაი ლაპორტმა.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას საფრანგეთში, 28 წლის ქართველი მორაგბე, ბექა ბურდიაშვილი ემსხვერპლა.
lelo.ge-ის ინფორმაციით, ბექა ბურდიაშვილი „გროლეს“ მოთამაშე იყო (საქართველოს ნაკრებში არ უთამაშია) და “ლავორთან” მორიგ მატჩზე მიემგზავრებოდა.

