LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის ქართველი მორაგბე ემსხვერპლა

312
pjimage-4

საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 28 წლის ქართველი მორაგბე დაიღუპა. lelo.ge-ის ინფორმაციით, ბექა ბურდიაშვილი „გროლეს“ მოთამაშე იყო (საქართველოს ნაკრებში არ უთამაშია) და “ლავორთან” მორიგ მატჩზე მიემგზავრებოდა.

მათივე ინფორმაციით, მისმა თანაგუნდელებმა აღნიშნულის შესახებ თამაშის დაწყებამდე გაიგეს, როცა ტრადიციული სადილისთვის შეიკრიბნენ.

მომხდარის გამო, თამაში არ შედგა.

ფრანგულმა მედიასაშუალებამ, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა, დაღუპულის ოჯახს და კლუბს მიუსამძიმრა. განაცხადება გაავრცელა თავად კლუბმაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები