LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის, რომ ომიკრონი პანდემიას დაასრულებს, ამგვარი პროგნოზის გაკეთება არასერიოზულია“ – რევაზ ბოჭორიშვილი

422
1

საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა, კლემონ-ფერანის ენდოსკოპიური სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რევაზ ბოჭორიშვილმა გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ვრცლად ისაუბრა ომიკრონის შტამის შესახებ და ასევე უარყო დღეს გავრცელებული მოსაზრება, რომ შესაძლოა, ომიკრონმა პანდემია დაასრულოს:

„ამგვარი პროგნოზის გაკეთება არასერიოზულია, რადგან არ არსებობს მეცნიერულად დადასტურებული არგუმენტები. სხვათა შორის, მსოფლიო მედიცინა ხშირად მიმართავს ძველ მაგალითებსა და გამოცდილებას, ამიტომ ახლა მეტად აქტუალურია კოვიდის ესპანურ გრიპთან შედარება, რომელიც დაახლოებით 3 წელი გაგრძელდა, უამრავი ადამიანი იმსხვერპლა ბოლოს კი, თავისით გაქრა. იმედია, ერთ მშვენიერ დღეს კოვიდიც გაქრება, მით უფრო, რომ სხვა შტამებთან შედარებით ის ბევრად მარტივად მიმდინარეობს. თუმცა, დამშვიდების მიზეზი მაინც არ გვაქვს, რადგან  შესაძლოა სწორედ ომიკრონის შემდეგ გაჩნდეს ბევრად მძიმე შტამი. გასათვალისწინებელია, რომ მასიურად დაავადებულთა მკურნალობას ვერცერთ ქვეყანა ვერ შეძლებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ინფიცირებულთა შემცირება და კოვიდის მორიგი ტალღის დროში გაწელვა“ – განაცხადა რევაზ ბოჭორიშვილმა.

იხილეთ გადაცემა სრულად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g