ჟურნალ OK!-ის თებერვლის ახალ ნომერი ყველასთვის საყვარელი მსახიობის, ცნობილი ტელეწამყვანის, ნიკოლოზ წულუკიძის ინტერვიუს ეთმობა.
ჟურნალის ყდაზე ნიკოლოზ წულუკიძე მის ქალიშვილთან ერთად არის წარმოდგენილი.
„მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება..“ - ნიკოლოზ წულუკიძე ჟურნალ OK!-ის გარეკანზე ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა
„იმ სარკეში აღარ ვიყურები, სათქმელი აღარ მაქვს..“
როგორც ჟურნალი OK! საკუთარ ოფიციალურ ფეისბუკ გვერდიდან ირკვევა, ნიკოლოზ წულუკიძე ინტერვიუში მის ქალიშვილზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მეგობრული მამაშვილობა აქვთ.
„სესილია ძალიან გაიზარდა. ის უფრო ზრუნავს ახლა ჩვენზე. სერიოზული გოგოა, მას პატივი უნდა სცე, ენის მოჩლექით ვერ დაელაპარაკები.
გარდა იმისა, რომ მიყვარს, პატივს ვცემ საოცარი პიროვნული თვისებების გამო. ჩვენ მეგობრები ვართ..“, – ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე ჟურნალ OK!-სთან მიცემულ ინტერვიუში.
ფოტო: ალექსეი სეროვი