LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნიკოლოზ წულუკიძე: „თამარ სხირტლაძის დაბადების დღეზე ვიყავი, როცა ჩემს ოჯახში ტრაგედია დატრიალდა… თითქოს თავს იდანაშაულებდა და ჩვენ შორის ბარიერი გაჩნდა…“

268
ნიკოლოზი და თამარი

ნიკოლოზ წულუკიძემ უფროსი მეგობარი, არტისტი თამარ სხირტლაძე გაიხსენა. მსახიობი, რომელიც 75 წელი მოღვაწეობდა მარჯანიშვილის თეატრში, 23 ნოემბერს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნიკოლოზ წულუკიძე იხსენებს თამარ სხირტლაძის დაბადების დღეს, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა – სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა ტრაგიკულად ნიკოლოზის უმცროსი ვაჟი, კიტა:

„ბოლო პერიოდში ძალიან იშვიათი ურთიერთობა გვქონდა. მე ვიყავი მის დაბადების დღეზე იმ დღეს, როცა ჩემს ოჯახში ტრაგედია დატრიალდა და თამარა ჩემთან ურთიერთობაში უხერხულობას განიცდიდა. თითქოს თავს იდანაშაულებდა.  თითქოს ჩვენ შორის ბარიერი გაჩნდა. ამ ეთერში შევხვდით რამდენიმე თვის წინ და ერთი-ორი სატელეფონო კავშირი გვქონდა… თამარი ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასი ადამიანი იყო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g