LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისანი-სამგორის რაიონში, მერვე ლეგიონის დასახლებაში აფეთქება მოხდა – დაშავებულია ერთი ადამიანი

218
BeFunky-collage (17)

თბილისში ისანი-სამგორის რაიონში, მერვე ლეგიონის დასახლებაში, ალექსანდრე წულუკიძის ჩიხში, ავტოფარეხში აფეთქება მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

მათივე ინფორმაციით, ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, აფეთქების შედეგად ეზოში გაჩერებული ავტომანქანები დაზიანდა.

წინასწარი ინფორმაციით, ავტოფარეხში გაზის ბალონი აფეთქდა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ფოტო: მთავარი არხი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g