თიბისი, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებული კომპანია, მუდმივად ზრუნავს მათ საჭიროებებზე და მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს. განსაკუთრებით კი ახალ თაობას, რომლის მხარდაჭერაც პრიორიტეტულია.
კომპანიის მიმდინარე, განსაკუთრებული შეთავაზებაც სწორედ ახალი თაობისთვისაა. დეკემბრის ბოლომდე, 18-23 წლის სტუდენტები, შერჩეული უნივერსიტეტების კაფეტერიებში ახალი თიბისი ბარათით გადახდისას 20%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ისარგებლებენ.
შეთავაზება მოქმედებს შემდეგ შერჩეულ უნივერსიტეტებში:
- საქართველოს უნივერსიტეტი
- ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი | KIU
- ევროპის უნივერსიტეტი
- კავკასიის უნივერსიტეტი | CU
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი | GIPA
- თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების კაფეტერიის შერჩეულ ობიექტებში- Meama, ნუში, მსუნაგი ფისო.
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი | IBSU
- ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი | TSMU
შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია ყოველდღე, თუმცა აუცილებელია თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდა. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ერთი მომხმარებელი თვის მანძილზე, ჯამში, მაქსიმუმ 20 ლარს დაიბრუნებს.
აიღეთ ახალი თიბისი ბარათი და ისარგებლეთ თქვენზე მორგებული შეთავაზებებით.
სტუდენტების შეთავაზების დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე.
(R)
