პირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური ავრცელებს.
ვარლამის თქმით, მარიამი 2016 წლიდან ებრძვის მძიმე დაავადებას. მას თურქეთის კლინიკაში არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა. დიაგნოზის გათვალისწინებით, მუდმივად საჭიროებს კვლევებს, რეაბილიტაციასა და კონტროლს.
„მარიამს ბოლოს, 2022 წლის ზაფხულში ფილტვსა და გულთან არსებული მეტასტაზები ამოჰკვეთეს, რის შემდეგაც გადიოდა მუდმივ რეაბილიტაციის კურსს. სამწუხაროდ, დაავადებამ კვლავ რეციდივი გამოიწვია, ამჯერად მას სასწრაფოდ ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია და დამატებითი კვლევები, რომლებიც საქართველოში არ ტარდება, ამიტომ მარიამი სასწრაფოდ თურქეთში უნდა გაემგზავროს.
ისე როგორც არასდროს, ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მარიამს ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა. მარიამი არის ადამიანი, რომელმაც წლების განმავლობაში გაუძლო უდიდეს ტკივილს და დღემდე უმკლავდება! გაუძლო იმიტომ, რომ ის უფრო ძლიერია, ვიდრე ის დაავადება, რომელსაც 8 წელია ებრძვის!
ამ დროისთვის 10-0-ა მარიამის სასარგებლოდ. ეს ძალიან ბევრი ადამიანის დამსახურება და ბევრი ადამიანისთვის სტიმულია. ყველაზე პოზიტიურ და ღიმილის გოგოს, დღეს ყველაზე მეტად ვჭირდებით. როგორც გვპირდება წლების შემდეგ bestseller -ს გამოსცემს და ვინც ამ წიგნს წაიკითხავთ, მერწმუნეთ ძალიან ბევრს იცინებთ მარიამის ექიმების და პოსტ ოპერაციულ პერიოდებზე. ისტორიებზე, რომლებსაც თავად მარიამი ჰყვება, თუმცა სინამდვილეში ეს ისტორიები ძალიან მძიმეა და საბოლოოდ დარწმუნდებით იმაში, რომ კიბო განაჩენი არ არის! ანგარიშის ნომერი : GE96TB7722645061600017, მიმღები – მარიკა ჭელიძე”, – ვკითხულობთ ტექსტში.