LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისე, რომ ქალაქი არ შეფერხდეს: რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება თბილისში

254
-TAB5638

დედაქალაქში 2020-2021 წელს რამდენიმე მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. პროექტის მიხედვით იგეგმება მარშალ გელოვანის გამზირის და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ერთმანეთთან დაკავშირება.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა შვიდი სხვადასხვა სიგრძის კვანძი, გაუქმდება არსებული შუქნიშანი და მოეწყობა ლისიდან ჩამომავალი გზა, რის შემდეგაც დიღმისა და ლისის ტბის მიმართულებით მოძრაობა შეუზღუდავად იქნება შესაძლებელი.

პროექტი უკვე მზად არის და ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. სამუშაოების ღირებულება კი 21 634 083 ლარს შეადგენს და მის დასრულებას დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდება.

 

წელსვე იგეგმება უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი 600 მეტრიანი სამანქანო ხიდის მშენებლობა, რასაც დაახლოებით 2 წელი და 56 029 454 ლარი დასჭირდება. ბენდელიანის განცხადებით წყნეთსა და ბაგებში, ასევე უნივერსიტეტის ქუჩასა და ზედა საბურთალოზე იმატებს განაშენიანება და სატრანსპორტო ნაკადები, ხიდი კი მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას თამარაშვილსა და ჭავჭავაძეზე.

 

მერია წელს ქეთევან დედოფლის, წერეთლის და ვაჟა-ფშაველას გამზირების რეაბილიტაციასაც გეგმავს. თბილისის მერის მოადგილის თქმით, რეაბილიტაცია არა მხოლოდ ასფალტის საფარის შეცვლას, არამედ ძირეული პრობლემების გადაწყვეტასაც გულისხმობს.

“როდესაც ამ სამუშაოებს ვგეგმავთ, მნიშვნელოვანია, რომ ერთდროულად არ მოხდეს ძირითადი საკვანძო არტერიების შეზღუდვა და არ გამოვიწვიოთ კოლაფსი. ვეცდებით, ყველა დაგეგმილი პროექტი ისე განვახორციელოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეფერხება გამოვიწვიოთ დედაქალაქის მასშტაბით. ვაჟა-ფშაველას გამზირზე მიწისქვეშ გვაქვს ცუდი მდგომარეობა, ფიქსირდება დაზიანებები. რეაბილიტაციის შემდეგ აქ, ისევე როგორც სხვა პროექტების შემთხვევაში, მოეწყობა ავტობუსის ზოლები, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული”, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

მოსკოვის და სარაჯიშვილის გამზირების ხეივნების რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს 2020-2021 წლებში განსახორციელებელი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, თბილისის მთავრობისა და საკრებულოს წევრები, პარლამენტის დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები დაესწრნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g