LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისეთ ცუდ დღეში ვარ, სახლი თავად დავალაგე, დამლაგებლის ფული აღარ მაქვს“ – სანქციების ქვეშ მოყოლილი რუსი მილიარდერი  

7103
russ

რუსი ბიზნესმენი, მიხაილ ფრიდმანი, რომელიც დასავლური სანქციების ქვეშ მოჰყვა, გამოცემა “ბლუმბერგს” ინტერვიუს აძლევს და ამბობს, რომ უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდა. მისი თქმით, ეს სანქციები უბრალო ბიზნესმენებს შეეხო და პუტინზე მათ გავლენა არ მოუხდენია.

„ისეთ ცუდ დღეში ვარ, სახლი თავად დავალაგე, დამლაგებლის ფული აღარ მაქვს. განა ვთაკილობ, სტუდენტობისას ოთახს თავად ვალაგებდი, მაგრამ 35 წლის შემდეგ ეს მოულოდნელია”, – ამბობს მიხაილ ფრიდმანი. მისივე თქმით, მას ორი თვე აქვს, რომ სანქციები გაასაჩივროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ბანკროტად გამოცხადდება.

ცნობისთვის, მიხაილ ფრიდმანი IDS Borjomi-ს მეწილეა. ის მინერალური წყლების ბიზნესის გაყიდვას ცდილობს და ერთ-ერთი შესაძლო სქემა ბიზნესის ბადრი პატარკაციშვილის ქვრივისთვის, ინა გუდავაძისთვის მიყიდვაა.

კიდევ ერთი სანქცირებული ბიზნესმენი – წარმოშობით უკრაინელი, რუსეთში მოღვაწე ოლიგარქი, რომელიც „ბორჯომს“ აწარმოებს

ცნობილ რუს ოლიგარქს საკუთარ კომპანიაში წილი გაუყინეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები