LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისეთი ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რომელიც გასული წლის ოქტომბერში ვნახეთ, ეს ნაბიჯი ჟვანიას უფრო ადრეც უნდა გადაედგა: ბადრი ჯაფარიძე

47
ბადრი ჯაფარიძე

ფრაქცია „ლელო  – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სწორია. მისი თქმით, ისეთი ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რომელიც გასული წლის ოქტომბერში ვნახეთ, ეს ნაბიჯი მას უფრო ადრეც უნდა გადაედგა.

„ჩვენ ახლა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მართლაც ისეთი თავმჯდომარე იყოს არჩეული, რომელიც  წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ისე ჩატარებას შეძლებს, რომ ამ არჩევნებმა რეალური შედეგი მოგვცეს და არ მოხდეს ადამიანების ხმების მიტაცება.

საჭიროა, კანდიდატი ფართო კონსენსუსის საფუძველზე შეირჩეს, მათ შორის, სამოქალაქო სექტორის ჩართულობით და იყოს ისეთი პიროვნება, რომელსაც აქვს სათანადო რეპუტაციაც, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და ექნება ყველა პროფესიული თვისება, რაც ცესკო-ს თავმჯდომარისთვის  საჭიროა,“ – განაცხადა ბადრო ჯაფარიძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g