LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისეთი გარემო იყო, იგრძნობოდა მათ შორის დიდი სიყვარული, ეჭვი არ შეგეპარებოდათ, რომ ორივე ბედნიერად გრძნობდა თავს…“

2729
xuralaliashvilinews

კომპოზიტორი მიხეილ ზაქარეიშვილი ზურაბ ლალიაშვილისა და მისი მეუღლის, რუსუდან მუმლაძის ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

„ზურაბ ლალიაშვილი! მოფერებით მას მეგობრები ლალოს ვეძახით, მსგავსი მუსიკოსი მე საქართველოში იშვიათად თუ შემხვედრია, ისეთი გემოვნებიანი, ისეთი განათლებული კაცია ამ სფეროში, რომ ხელის გულზე უნდა ატარებდეს საზოგადოება!

ამას წინათ მის სახლში მოვხვდი საქეიფოდ და ისეთ მუსიკალურ გარემოში აღმოვჩნდი, რომ აღფრთოვანებული დავრჩი, არაჩვეულებრივი სახლი იყო! მეუღლემ ისეთები იმღერა, რომ ყბა ჩამოგვივარდა ყველას, ჰაერიც კი სულ მუსიკით იყო გაჟღენთილი, ისეთი გარემო იყო, იგრძნობოდა მათ შორის დიდი სიყვარული, ეჭვი არ შეგეპარებოდათ, რომ ორივე ბედნიერად გრძნობდა თავს, ჰოდა, ჩვენც ბედნიერად გვაგრძნობინეს თავი, მაგარი დროება გავატარეთ!

ზურამ სტუდიაში ამიყვანა და მსგავსი სტუდია არ მეგულება, რომ საქართველოში არსებობდეს! გახსოვთ, ალბათ, მისი ამღერებული ბუთხუზ ბასილაიას არაჩვეულებრივი სიმღერა, არაჩვეულებრივად ნამღერი ,,შალომ”, რომლითაც ყველას ჩაებეჭდა თავში, იგი ხომ ანსამბლ „ივერიის“ განუმეორებელი და უცვლელი წევრია… მისევე შექმნილი სიმღერა ,,ჩიორა”, რომელსაც ყოველთვის არაჩვეულებრივად ასრულებენ ბავშვები… მოკლედ, რა მინდა გითხრათ, სიმღერა იქით იყოს და არაჩვეულებრივი ინსტრუმენტალისტია ჩვენი ზურა და არაჩვეულებრივი მოქალაქე და თბილისელი, მოეფერეთ, რომ კიდევ ბევრი სიკეთე გააკეთოს ხალხისთვის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g