LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისე­თი კავშირი იყო პატრიარქთან, იმდენად სიყვარულით მიიღო… რაღაცნაირად ბეჭედს რომ დაუსვამს შენს წამოწყებას, რომ ნა­ნის 80 წლის იუ­ბი­ლე­ზე აჩუ­ქებს“ – რას წერს დედა სიდონია

401
დედა სიდონია

მონაზონი დედა სიდონია [ყაჭიაშვილი] „ფეისბუკის“ გვერდზე – დედა სიდონიას ხელნაკეთი ნამუშევრები – პატრიარქ ილია მეორესთან დაკავშირებულ ამბავს იხსენებს.

დედა სიდონია ჰყვება მის მიერ შექმნილ, მარგალიტებით ნაქარგ სამაჯურზე, რომელიც პატრიარქს უსახსოვრა, პატრიარქმა კი ის მოგვიანებით მომრერალ ნანი ბრეგვაძეს უსახსოვრა.

„რო­დე­საც ჩემი ნა­კე­თო­ბე­ბი და­ვი­წყე, ეს ქარ­თუ­ლი ნა­ქარ­გო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე აქ­სე­სუ­ა­რებ­ში, ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რომ თვით­ნე­ბო­ბა არა­ფერ­ში არ შე­იძ­ლე­ბა. ხე­ლოვ­ნე­ბა, ხელ­საქ­მე კია, მაგ­რამ რო­დე­საც უკვე ბრენ­დს ქმნი და უცხო­ეთ­ში ფიქ­რობ, რომ ის გა­ვი­დეს, თან მო­ნა­ზო­ნი რომ ხარ, პირ­ველ­მა იერ­არ­ქმა, რო­მე­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლი­თაც პო­ზი­ცი­ო­ნი­რებ, უწ­მინ­დეს­მა უნდა იცო­დეს და მას­თან მი­ვე­დი. ჩემი შექ­მნი­ლი ხე­ლის დიდი ლა­მა­ზი სა­მა­ჯუ­რი მარ­გა­ლი­ტე­ბით ნა­ქარ­გი წა­ვუ­ღე. სა­პატ­რი­არ­ქო­ში, ასე მუხ­ლებ­თან ვე­ჯე­ქი, მერე და­ვი­ჩო­ქე და ნა­მუ­შე­ვა­რი ვაჩ­ვე­ნე, ასე მო­ვი­ფიქ­რე, უწ­მინ­დე­სო. ქარ­თუ­ლი-ტრა­დი­ცი­უ­ლი ნა­ქარ­გო­ბა, ქარ­თუ­ლი სული ასე თა­ნა­მედ­რო­ვე ფორ­მე­ბით გად­მო­ვე­ცი-მეთ­ქი და სა­მა­ჯუ­რი ვა­ჩუ­ქე… ძა­ლი­ან მალე ქალ­ბა­ტო­ნი ნანი ბრეკ­ვა­ძის 80 წლის იუ­ბი­ლე იყო. ქალ­ბა­ტო­ნი ნანი და მე დი­ზა­ი­ნერ და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვილ­თან აღ­მოვ­ჩნდით. ის ჩემს კა­ტა­ლოგს ათ­ვა­ლი­ე­რებ­და და უი, ჩემი სა­მა­ჯუ­რიო. ის სა­მა­ჯუ­რი სულ ორი ცალი მქონ­და შექ­მნი­ლი – ერთი გერ­მა­ნი­ა­ში იყო და ერთი უწ­მინ­დესს რომ ვა­ჩუ­ქე.

სა­ი­დან გაქვთ-მეთ­ქი? პატ­რი­არ­ქმა მა­ჩუ­ქაო 80 წლის იუ­ბი­ლე­ზეო… ესეც ჩემი ისე­თი კავ­ში­რი იყო პატ­რი­არ­ქთან. იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლად და სიყ­ვა­რუ­ლით მი­ი­ღო ჩემი ნა­კე­თო­ბა, აი, რა­ღაც­ნა­ი­რად ბე­ჭედს რომ და­უს­ვამს შენს წა­მო­წყე­ბას, რომ ნა­ნის, ასეთ ქალ­ბა­ტონს 80 წლის იუ­ბი­ლე­ზე აჩუ­ქებს“, – წერს დედა სიდონია და დავით ჭალიძის მიერ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

– რო­დე­საც ჩემი ნა­კე­თო­ბე­ბი და­ვი­წყე, ეს ქარ­თუ­ლი ნა­ქარ­გო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე აქ­სე­სუ­ა­რებ­ში,…

Posted by დედა სიდონიას ხელნაკეთი ნამუშევრები on ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g