LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისეთი მამიკო გყავს, დარწმუნებული ვარ ისევ პრინცესა გოგოდ გაგრძნობინებს თავს“ – თამუნა მუსერიძე მამასთან გადაღებულ ახალ ფოტოს აქვეყნებს

1437
4

თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში მამასთან, გურგენ ხორავასთან გადაღებულ ახალ ფოტოს აქვეყნებს.

თამუნა ამ ეტაპზე ზუგდიდში, ბიოლოგიური მამის ოჯახში იმყოფება. მისი მეგობრები, ახლობლები და მიმდევრები, რომლებიც  განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებენ თვალ-ყურს თამუნას ამბებს, სოციალურ ქსელში თბილ კომენტარებს არ იშურებენ.

„ისეთი მამიკო გყავს დარწმუნებული ვარ ისევ პრინცესა გოგოდ გაგრძნობინებს თავს“, „შენი გულის ტკივილი ხომ ვიცოდით თამუნა,მაგრამ ახლა მამას გულსა და გონებაში რამდენი საფიქრალია დაგროვილი წარმომიდგენია“, „ესე ძალიან უცხო ადამიანის ბედნიერება არ გამხარებია“, – უწერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, თამუნა მუსერიძე 8-წლიანი ძიების შემდეგ ზუგდიდში ბიოლოგიურ მამას – გურგენ ხორავას შეხვდა.

გურ­გენ ხო­რა­ვა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე და ქო­რე­ოგ­რა­ფია, ის ცეკ­ვავ­და „სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში”, არის ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის სა­ხალ­ხო ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ ან­სამ­ბლ “ფე­ნიქ­სის” სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და ქო­რე­ოგ­რა­ფი.

„მარტო მამის გაჩენილი არ ვარ…“ – თამუნა მუსერიძე განმარტავს, რატომ არ საუბრობს ამ დრომდე ბიოლოგიურ დედაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g