LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისეთივე მხიარულია, მაგრამ საუბარი უჭირს” – იულია ნავალნაიამ ალექსეი ნავალნი კოლონიაში მოინახულა

89
Untitled design

“ის კვლავ ისეთი მხიარულია, როგორიც იყო. მაგრამ საუბარი უჭირს, წონაში დაიკლო და უკვე 76 კგ-ს იწონის, როცა მისი სიმაღლე 1,90 სმ-ია.” – რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი მეუღლე, იულია ნავალნაია “ინსტაგრამზე” წერს.

გერმანული მედიასაშუალება Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ნავალნაიამ ბრალდებული ოპოზიციონერი ვლადიმირსკის ოლქის კოლონიაში მოინახულა.

იულია ნავალნაია აღნიშნავს, რომ ექიმებს დღემდე არ აქვთ მისვლის უფლება ნავალნისთან, რომელიც შიმშილობს. ნავალნაია რწმუნებით აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერი დანებებას არ აპირებს, თუმცა მასთან შეხვედრის შემდეგ, უფრო მეტად ღელავს მეუღლეზე.

 

 

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამვლის შემდეგ გერმანიაში მკურნალობდა, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებული  ნავალნი მოსკოვში 17 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. მეორე დღე მას სასამართლომ 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოგვიანებით გამართულ სასამართლო პროცესზე კი მას პირობითი მსჯავრი რეალური პატიმრობით შეეცვალა და სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ექიმები და უფლებადამცველები მისი ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობენ. პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ მას ციხის საავადმყოფოში სრული გამოკვლევა ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა  დამაკმაყოფილებელია.

არის საშიშროება, რომ რუსეთი ნავალნის ნელ სიკვდილს უმზადებდეს : “ამნესტი ინტერნეშენალი” პუტინს მიმართავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g