LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისევ თქვენი დახმარების და თანადგომის იმედი გვაქვს, იმედია გულთან მიიტანთ სანდროს გასაჭირს“ – პატარა სანდროს საზოგადოების დახმარება სჭირდება

324
სანდრო ბაჯელიძე

სანდრო ბაჯელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

პატარა სანდროს, ძვირადღირებული რეაბილიტაცია სჭირდება, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.

სანდროს საზოგადოების დახმარებით უკვე გაუკეთეს ოპერაცია.

„სანდროს ისევ თქვენი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება, იგი დაიბადა რამდენიმე პათოლოგიით. ზოგიერთი მათგანი ქართველ ექიმების ძალისხმევით გამოსწორდა, მაგრამ მენჯ-ბარძაყის განუვითარებლობას, რამდენიმე ოპერაციის ჩარევის შედაგადაც საქართველოში არაფერი ეშველა. მეგობრების, ნათესავების, თანასოფლელების და უცნობი ადამიანების დახმარებით შევძელით სანდროს თურქეთში წაყვანა და ოპერაციის გაკეთება. ოპერაციის შემდგომი პერიოდი 3 თვე წოლითი რეჟიმი საკმაოდ რთული და ბავშვისთვის  ძნელად შესაგუებელი აღმოჩნდა. ადვილი არ არის ზურგზე იწვე მთელი დღის განმავლობაში უმოძრაოდ. ორთვე ნახევარი უკვე გავიდა. ნახევარი თვე კიდევ დარჩა. შემდეგ ორთეზები უნდა ჩაიცვას და ბოლოს ხანგრძლივი და ძვირადღირებული რეაბილიტაციის პროცესი. თუ რეაბილიტაცია არ დაიწყო სანდრომ, ისევ უნდა განაგრძოს წოლა.

ისევ თქვენი დახმარების და თანადგომის იმედი გვაქვს. იმედია გულთან მიიტანთ სანდროს გასაჭირს და დაეხმარებით მას შესაძლებლობის ფარგლებში,“ – აღნიშნულია მშობლების მიმართვაში.

ანგარიშის ნომრები:

საქ. ბანკი: #GE60BG0000000609760354

მიმღები:დედა -ფაცა სიხარულიძე 577206346 

პირადი-33001053394

თბს ბანკი: #GE80TB7918845064300093

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები