LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იშვიათი მეგობრობა: პარმამ და გენუამ მაისურები გაცვალეს და ერთმანეთის დასახმარებლად ითამაშეს

130
download (3)

„პარმამ“ და „სამპდორიამ“ მაისურების დიზაინი ერთი მატჩით გაცვალეს. კლუბის ფანები უკვე 30 წელია მეგობრობენ.

კვირას „პარმამ“ და „სამპდორიამ“ შედეგიანი მატჩი გამოაცხვეს – 3:3.

თამაში უნიკალური იყო: პირველად იტალიური ფეხბურთის ისტორიაში გუნდებმა ისეთი ფორმით ითამაშეს, რომლებიც მეტოქე გუნდის ეკიპირების სტილში იყო გაფორმებული. „სამპდორიას“ მაისურებზე გამოჩნდა „პარმას“ საფირმო ჯვარი, მასპინძლები კიდევ გამოვიდნენ გენუური კლუბის ვერტიკალური ხაზით.

ასე აღნიშნეს „პარმამ“ და „სამპდორიამ“ ფანების მეგობრობის იუბილე. ეს ჯერ კიდევ 1990/91 წლებში ჩაისახა, როდესაც „პარმას“ სერია ა-ში დებიუტი ქონდა, ხოლო „სამპდორიამ“ ტიტული მოიგო.

იმ სეზონში, ერთმანეთში თამაშისას „პარმას“ გულშემატკივრებმა გამოფინეს ბანერი: A noi l’Europa, a voi la gloria: lo scudetto alla Sampdoria – ევროპა ჩვენთვის. დიდება – თქვენთვის. სკუდეტო – „სამპდორიისთვის“.
გენუელთა ქომაგობამ დააფასა ეს ჟესტი და მას შემდეგ მეგობრობენ: ერთად მართავენ დროშების აღლუმებს, ცვლიან ბილეთებზე ფასდაკლებებს და ა.შ.

 

ყველა მაისურს, რომლითაც ფეხბურთელებმა კვირას ითამაშეს, აუქციონზე გაყიდიან. „პარმას“ ფული გენუის პედიატრიულ კლინიკაში წავა, ხოლო „სამპდორიასი“ პარმას ბავშვთა საავადმყოფოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები