ქართველი მოდელი გიგა ლაზარეშვილი სოციალურ ქსელში აღმოვაჩინეთ. იშვიათი სილამაზის მოდელი თავისი კარიერის დასაწყისშია, თუმცა მის ცხოვრებაში უკვე არის მნიშვნელოვანი სიახლე – ნოემბერში ის მილანში გაემგზავრება, სადაც ცნობილი იტალიური ბრენდის, „დოლჩე და გაბანას” შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებაში მიიღებს მონაწილეობას.
გიგას, როგორც მისი სოცქსელიდან ჩანს, ძალიან უყვარს მოგზაურობა. ახლაც, მონაკოში გაემგზავრა. მისი ფოტოალბომიდან რამდენიმე გამორჩეული ფოტო ამოვარჩიეთ.