LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისი-პარი ლიდერ ბრენდად დასახელდა: კომპანია მომავალში იმავეს აპირებს

410

პარფიუმერული კომპანია ”ისი-პარი” ლიდერ ბრენდად დასახელდა. კომპანიამ ამ ნომინაციაში „ქართული ბრენდის დღე 2016“-ის ფარგლებში გაიმარჯვა.
როგორც ”ფორტუნას” ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია შამუგიამ განუცხადა, ეს აღიარება ”ისი-პარისადმი” მომხმარებლის ნდობას გამოხატავს.

”უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ამ ჯილდოს. პირველ რიგში იმიტომ, რომ გვაძლევს უფრო დიდი სტიმულს, ქართულ პარფიუმერულ ბაზარზე ვიყოთ ლიდერი კომპანია. აქამდე თუ 21 წელია ვლიდერობთ, მომავალშიც სულ მცირე 22 წელი ვგეგმავთ პირველობას”, – აღნიშნა შამუგიამ.
მისივე თქმით, მსგავსი დაჯილდოებები და ტიტულები ”ისი-პარისთვის” დიდი პასუხისმგებლობაა, ვინაიდან კომპანიისადმი მომხმარებლის ერთგულებასა და ნდობაზე მიუთითებს.

ამასთან, როგორც ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, კომპანია კვლავ განაგრძობს ქსელის გაფართოებას. ”ისი-პარის” რიგით 23-ე ფილიალი (და ბათუმში რიგით მეორე) ”ბათუმი მოლში” გაიხსნა და აქ წარმოდგენილია პროდუქციის სრული ასორტიმენტი.
შეგახსენებთ, პარფიუმერულმა კომპანიამ წინასაახალწლო აქცია დაიწყო. 1 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით ნებისმიერ პროდუქციას მომხმარებელი განახლებული ფასით შეიძენს. ამასთან, აქციის ფარგლებში მყიდველი 25-დან 50%-ამდე ფასდაკლებით ისარგებლებს.

”ფასდაკლების გარდა, ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს უამრავ სიურპრიზსაც ვთავაზობთ. ყოველ 50 ლარის შენაძენზე გაიცემა გათამაშების ბილეთი, 250 ლარის შენაძენზე კი კლიენტი მიიღებს 50 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს, რომლის გამოყენებასაც 1 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით შეძლებს”, – აღნიშნა შამუგიამ.

რაც შეეხება ”ისი-პარის” ტრადიციულ გათამაშებს, როგორც კომპანიის მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განმარტა, ის 2017 წლის 25 იანვარს ”რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში, 18:30 საათზე გაიმართება. გათამაშების ბილეთის მქონე მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, მოიგოს სრულიად განახლებული პრიზები: 5000 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი, 1000 ლარიანი ხელფასი ერთი წლის განმავლობაში, მოგზაურობა დუბაიში საუკეთესო სასტუმროში და ასევე ავტომობილი ”ჯიპ კომპასი”.

ცნობისთვის, ”ისი-პარის” პირველი მაღაზია თბილისში 1995 წლის 29 მარტს, რუსთაველის გამზირზე გაიხსნა. ამ ეტაპზე ბრენდი საქართველოში 23 მაღაზიითაა წარმოდგენილი – აქედან 18 მაღაზია თბილისში მდებარეობს, დანარჩენი 5 კი – ფოთში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g