LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისი პარი“ ტრადიციული საზაფხულო გათამაშებისთვის, შემოდგომისთვის კი ნიშ პარფიუმერიის მაღაზიის გასახსნელად ემზადება

1363
ლინა ქალდანი

ზაფხული განწყობისა და სიახლის სეზონია – იდეალური დრო სურნელოვანი აღმოჩენებისთვის, და არა მხოლოდ. „ისი პარი“ წლევანდელ ზაფხულს თავბრუდამხვევი ახალი ამბებით ხვდება – ახალი ფილიალებით, ახალი არომატებით თაროებზე და სიურპრიზებით, რომლებიც მომხმარებლებს განსაკუთრებულ გამოცდილებას ჰპირდება.

ლინა ქალდანი, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელის „ისი პარის“ ბრენდების განვითარებისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი:

– საქართველოში ჩვენს სფეროში, მთელი წლის განმავლობაში, ზუსტად ისე შემოდის ტრენდები და ტენდენციები, როგორც მთელ მსოფლიოში. მოგეხსენებათ, „ისი პარი“ ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო ბრენდებს წარმოადგენს, შესაბამისად, ამ ბრენდების ყველა სიახლეს მომხმარებელი დროში შეფერხების გარეშე ეცნობა.

ჩვენს მომხმარებლებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სუნამოები სარგებლობს, რადგან, გარდა პირადი გამოყენებისა, ის არაჩვეულებრივი სასაჩუქრე პროდუქტიცაა, თუმცა წლევანდელი წელი განსაკუთრებულია იმით, რომ ჩვენს მაღაზიებში მომხმარებელი არა მხოლოდ სუნამოს, არამედ მაკიაჟისთვის საჭირო და კანის მოვლის პროდუქტების შეძენითაცაა დაინტერესებული. მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ადამიანები როგორი სტილითაც იკეთებენ მაკიაჟს და როგორც უვლიან კანს, ჩვენთანაც მსგავსი სტილის მოთხოვნები ფიქსირდება და გვიხარია, რომ ამ მოთხოვნებს, ჩვენი ბრენდების დახმარებით, სათანადოდ ვაკმაყოფილებთ.

სხვათა შორის, ჩვენი ბრენდები მთელი წლის კალენდარს გვიწერენ, რა, როდის და როგორ უნდა შევთავაზოთ მომხმარებელს, აქტიურად ვთანამშრომლობთ ამ ბრენდების მარკეტინგთან და მხოლოდ ამის შემდეგ ვაწყობთ ჯერ პრეზენტაციებს ინფლუენსერებისა და მედიისთვის, შემდეგ კი მომხმარებლის დღეებს ჩვენს მაღაზიებში, რომელთა ფარგლებშიც, მათ ახალი პროდუქტის ფასდაკლებით შეძენის და ბრენდისგან საჩუქრის მიღების საშუალება ეძლევათ.

გვახარებს ის ფაქტი, რომ ახალი ბრენდის, თუ ახალი პროდუქტის პრეზენტაციის შემდეგ, მომხმარებლებს მაღაზიაში ხვდებიან პროფესიონალი კონსულტანტები, რომლებიც ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას სიახლის შესახებ, რაც მომხმარებელს მნიშვნელოვნად უმარტივებს არჩევანს.

რაც შეეხება ზაფხულს, სეზონის დაწყებისთანავე აქტუალური ხდება მზისგან დამცავი პროდუქტები. სხვათა შორის, როცა საფრანგეთს ან იტალიას ვსტუმრობთ ჩვენი ბრენდების კუთხით, ვამჩნევთ, რომ მზისგან დამცავი პროდუქტები უფრო და უფრო აქტიურად გამოიყენება, რადგან ამ ქვეყნებში რუჯი აქტუალობას კარგავს. საქართველოში კი პირიქითა, მზეზე კვლავაც დიდ დროს ვატარებთ. ამიტომაც „ისი პარიში“ მთელი ზაფხულის განმავლობაში იქნება სხვადასხვა კამპანია მზისგან დამცავებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს მომხმარებელს ნებისმიერ მოგზაურობაში, წავა ის მთაში თუ ზღვაზე, აუცილებლად გამოადგება. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი ბრენდები მთელი წლის განმავლობაში გარკვეული სახის საჩუქრებს აგზავნიან ხოლმე და ზაფხული ყველაზე მეტად გვიყვარს იმიტომ, რომ მომხმარებელს შეგვიძლია დავახვედროთ ქუდები, პირსახოცები, ჩანთები და ა.შ.

იქიდან გამომდინარე, რომ ზაფხული ყოველთვის განსაკუთრებული შეთავაზებების პერიოდია, სპეციალური ფასდაკლებები აუცილებლად გვექნება ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც სწორედ ზაფხულს მიესადაგება და მომხმარებლებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ახლოვდება ჩვენი საზაფხულო გათამაშებაც – ის 15 ივლისს დაიწყება და 15 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ტრადიციისამებრ, მომხმარებელს ჩვენთან დახვდება გადასაფხეკი ბილეთები და გათამაშების ბილეთს მიიღებენ ნებისმიერ შენაძენზე. გათამაშდება 800-ზე მეტი პრიზი. პრიზებს შორისაა „ისი პარიში“ არსებული 120 ბრენდის სუნამოები და სხვა პროდუქტები.

მოგეხსენებათ, „ისი პარი“ უკვე 30 წლისაა და ის განსაკუთრებით ქალების სილამაზეს ემსახურება, თუმცა არც მამაკაცებს ვწყვეტთ გულს (სხვათა შორის, მამების დღე ახლოვდება და ამ დღესთან დაკავშირებით სწორედ მამაკაცებისთვის გვექნება განსაკუთრებული შეთავაზებები). „ისი პარი“ 30 წელია არ გაჩერებულა და წინ კიდევ არაერთი სიახლე გველის ახალი ბრენდებისა და ფილიალების სახით. მაგალითად, პირველ ივლისს, ბათუმში, ახალ ლოკაციაზე, გრანდ მოლთან გაიხსნება „ისი პარის“ ახალი მაღაზია. შემოდგომაზე კი თბილისში გაიხსნება ნიშ პარფიუმერიის მაღაზია. განსაკუთრებულ სივრცეს ვუმზადებთ მომხმარებლებს, ისეთს, როგორის გამოცდილებაც ჯერ საქართველოში არ ჰქონიათ – ლუქსის სტილის კონცეფცია გვაქვს შემუშავებული. ეს გამოცდილება გადმოვიტანეთ ისეთი საოცარი ბრენდებიდან და ქვეყნებიდან, სადაც ეს ნიშ პარფიუმერია იქმნება და ყვავის. ექსკლუზივობა სრულად იქნება დაცული, შესაბამისად, იმ ყველაფერს, რაც ამ სივრცეში მომხმარებელს ელის, სიურპრიზად დავტოვებ, რადგან ეს აუცილებლად საკუთარი თვალით უნდა ნახონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g