LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისინი  ჩემი თვალები და ყურები იქნებიან“ – დონალდ ტრამპმა ჯონ ვოიტი, მელ გიბსონი და სილვესტერ სტალონე „ჰოლივუდის ელჩებად“ დანიშნა

157
page

დონალდ ტრამპმა მსახიობები ჯონ ვოიტი, მელ გიბსონი და სილვესტერ სტალონე „ჰოლივუდის სპეციალურ ელჩებად“ დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ TruthSocial-ში დაწერა.

ჩემთვის პატივია წარმოგიდგინოთ ჯონ ვოიტი, მელ გიბსონი და სილვესტერ სტალონე, რომლებიც მშვენიერი, მაგრამ პრობლემური ჰოლივუდის სპეციალური ელჩები იქნებიან. ისინი გახდებიან ჩემი სპეციალური დესპანები ჰოლივუდში, რომელმაც ბოლო 4 წელიწადში უცხო ქვეყნებთან დაკარგა ბიზნესის დიდი ნაწილი. მათი მიზანია, ჰოლივუდი უფრო დიდი და უკეთესი გახადონ, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა. ისინი  ჩემი თვალები და ყურები იქნებიან. ჰოლივუდისთვის, ისევე, როგორ მთლიანად აშშ-თვის, ოქროს ხანა დგება“, – წერს ტრამპი.

მელ გიბსონი „ქრისტეს ვნებანის“ გაგრძელებაზე მუშაობას 2026 წელს დაიწყებს – რეჟისორმა სცენარის დეტალები გაამხილა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები