LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისინი ომის დამნაშავეები არიან” – მარიუპოლში ოკუპანტებმა წითელი ჯვრით აღნიშნული შენობა დაბომბეს

90
Untitled design (2)

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში დაბომბეს შენობა, რომელიც წითელი ჯვრით იყო აღნიშნული.

ინფორმაციას აზოვის პოლკი ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსი სამხედროები არიან ომის დამნაშავეები, რადგან არ იცავენ ომის პრინციპებს:

“რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არიან ომის დამნაშავეები, რომლებიც არ იცავენ ომის წესებს და პრინციპებს.

ამჯერად მათ ომის დანაშაული წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წინააღმდეგ ჩაიდინეს. ოკუპანტებმა საჰაერო და საარტილერიო დაბომბვით მიზანმიმართულად გაანადგურეს თეთრ ფონზე წითელი ჯვრით გამოსახული შენობა.

ეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ომის დანაშაულია.

ბოლოს და ბოლოს, ასეთი ჯვრები აღნიშნავს ადგილებს, სადაც შეიძლება იყვნენ დაჭრილები, იყოს სამოქალაქო თუ ჰუმანიტარული ტვირთი.

ომის წესებს მხოლოდ ჰიტლერული გერმანიის ჯარები არღვევდნენ, რომლებიც ასევე ესროდნენ წითელი ჯვრებით მონიშნულ შენობებსა და მანქანებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

magti 5g