LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისინი, უბრალოდ, სახლში უნდა წავიდნენ. პოლიტიკურმა პარტიებმა ქართული დემოკრატიის დისფუნქციურობა გააფორმეს: ვახუშტი მენაბდე

92
ვახუშტი მენაბდე

“პოლიტიკურმა პარტიებმა ქართული დემოკრატიის დისფუნქციურობა საბოლოოდ გააფორმეს. ისინი, უბრალოდ, სახლში უნდა წავიდნენ.” – წერს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში და ასე ეხმიანება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის წარუმატებლად დასრულებულ მოლაპარაკებების პროცესს.

მენაბდე მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საპირისპიროდ, 1871 წლის 19 მარტს იხსენებს, როდესაც პარიზში აჯანყება დაიწყო და პარიზის კომუნა შეიქმნა:

“150 წლის წინ პარიზს იმედით სავსე 19 მარტი გაუთენდა. არსებობა დაიწყო პარიზის კომუნამ, ხალხმა ირწმუნა, რომ საკუთარი თავის მართვა შეუძლია. ამის საპირისპიროდ, უკვე ხვალ დილით საქართველოს ყველა მოქალაქეს ეცოდინება, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ქართული დემოკრატიის დისფუნქციურობა საბოლოოდ გააფორმეს. ისინი უბრალოდ სახლში უნდა წავიდნენ.” – წერს მენაბდე “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, ორი დღის განმავლობაში, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. დიალოგის პროცესში ჩართული იყო ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი.

როგორც გუშინ, შეხვედრის დასრულების შემდეგ დიპლომატმა აღნიშნა, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში, მნიშვნელოვანი პროგრესი 6 პუნქტიდან მხოლოდ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით იქნა მიღწეული.

პოპულალურები