ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფო 8 ქვეყანას მორიგი თავდასხმებით ემუქრება. ინფორმაცია ამის შესახებ ინტერნეტში გავრცელდა.
გზავნილი, ინგლისურადაა დაწერილი, თუმცა გრამატიკულად გაუმართავია. მისი ავტორი მუსლიმებს მოუწოდებს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ისეთ ადგილებს მოერიდონ, როგორებიცაა მარკეტები, ავტოსადგომები და საფეხმავლო ქუჩები.
როგორც ბელგიური გამოცემა dhnet.be წერს, ექსპერტები ჯერჯერობით ვერ ამბობენ, შესაძლოა თუ არა ამ გზავნილის სერიოზულად აღქმა.
“ხალიფატის ჯარისკაცები ააფეთქებენ, დააჯახებენ ხალხს ავტომობილებს და გამოჭრიან მათ ყელს”, – ნათქვამია განცხადებაში.
მესიჯში ასევე, მითითებულია, რომ თავდასხმები ბელგიაში, შეერთებულ შტატებში, რუსეთში, საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, ავსტრალიასა და იტალიაში მოხდება.