საფრანგეთში ე.წ„ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერმა პოლიციელი და მისი მეუღლე მოკლა.
ფრანგული მედიის ცნობით, პარიზის სიახლოვეს მდებარე დასახლებულ პუნქტ მანიანვილში დანით შეიარაღებული მამაკაცი, შეძახილებით „ალაჰ აქბარ“ პოლიციის ოფიცერს მის სახლთან დაესხა თავს და მოკლა. ამის შემდეგ მან პოლიციელის მეუღლე და 3 წლის ბავშვი მძევლად აიყვანა. როგორც ცნობილი გახდა, პოლიციელის მეუღლე დაიღუპა.
სამართალდამცველებმა თავდამსხმლი საცხოვრებელი სახლის შტურმისას მოკლეს. ტერორისტი 25 წლის ლაროსი აბალაა, რომელიც 2013 წელს ძარცვისა და ტერორისტებთან კავშირის გამო იყო ნასამართლევი.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.