LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისლამურ სახელმწიფოს” საკუთარი სოციალური ქსელი აქვს

116

„ისლამურ სახელმწიფოს” საკუთარი სოციალური ქსელი აქვს. ინფორმაციას საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

ექსტრემისტული  მედია-პლატფორმა  გასულ კვირას, ინტერნეტში ექსტრემიზის წინააღმდეგ, ევროპოლის სპეცოპერაციის შედეგად გამოვლინდა.

„აღმოვაჩინეთ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის, ახალი ინტერნეტ-პლატფორმის საშუალებით რადიკალი ისლამისტები  საკუთარი იდეების პოპულარიზებას და გავრცელებას ახდენენ.  ეს ადასტურებს, რომ რადიკალი ისლამისტები ინტერნეტსივრცეში ინოვაციების გამოყენებას განაგრძობენ“, – განაცხადა ლონდონში უსაფრთხოების კონფერენციაზე ევროპოლის დირექტორმა  რობ უეინრაითმა.

25-26 აპრილს ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ევროპოლის სპეციალისტებმა 52 ონლაინ-პლატფორმაზე ორი ათასზე მეტი ექსტრემისტული შინაარსის მასალა გამოავლინეს და გაანადგურეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g