LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისლამური სახელმწიფოს სავარაუდო დასასრული – ლიდერი მძიმედ არის დაჭრილი

252

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი საჰაერო დარტყმების დროს მძიმედ დაიჭრა, ინფორმაციას Mirror ავრცელებს.

საჰაერო თავდასხმა კოალიციურმა ძალებმა ქალაქ ალ-ბააჯზე განახორციელეს, ჩრდილოეთ ერაყში. ინციდენტმა, შესაძლოა, „ისლამური სახელმწიფოს“ ფაქტობრივი განადგურება გამოიწვიოს.

გასულ თვეს ამერიკის ხელისუფლებამ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიზე ინფორმაციისთვის  ჯილდო 10 მლნ დოლარიდან 25 მლნ დოლარამდე გაზარდა.

წარმოშობით ერაყელ ალ-ბაღდადის, დასავლური მედიის ინფორმაციით, მუდმივად უკეთია ჯიჰადის ქამარი, რათა მისი პოვნის შემთხვევაში დაპატიმრება ვერ შეძლონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g