LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისლანდია ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც პარლამენტის დეპუტატების უმეტესობა ქალია

66
islandia

ისლანდია ევროპის პირველი სახელმწიფოა, რომელმაც აირჩია პარლამენტი, სადაც დეპუტატების უმრავლესობა ქალია. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, არჩევნები ქვეყანაში გუშინ ჩატარდა.
შედეგად, საკანონმდებლო ორგანოში 63 ადგილიდან 33 (52%) ქალმა პოლიტიკოსებმა დაიკავეს.

ევროპის არცერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 50%-ს არ აღემატება, საუკეთესო შედეგი კი აქამდე შვედეთში ფიქსირდებოდა, სადაც ქალი დეპუტატები პარლამენტში მანდატების 47%-ს ფლობენ.

წინა არჩევნებში, რომელიც 2017 წელს ჩატარდა, ქალებმა ისლანდიის პარლამენტში მხოლოდ 9 ადგილი დაიკავეს.

მარტში გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით, ისლანდიამ გენდერულად ყველაზე თანასწორი ქვეყნის წოდება უკვე მეთორმეტედ მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g