ისლანდიაში ტურისტებს უსაფრთხო სელფის გადაღებას ასწავლიან. ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეიქმნა ვიდეორგოლი, რომელიც მსურველებს ასწავლის თუ როგორ გადაიღონ ფოტო ოკეანის სანაპიროზე, გეიზერის სიახლოვეს თუ ჩანჩქერთან ისე, რომ სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნან.
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ იდეალური კადრის ძიებაში ადამიანები სისულელეებს აკეთებენ და ხშირად დიდ რისკზეც მიდიან.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სელფმა ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვიდეო კი ყველა ტურისტს და არა მხოლოდ ტურისტს შეახსენებს, რომ საკუთარ სიცოცხლეზე პასუხისმგებელნი თავადვე არიან, ამიტომ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.