ისნის მეტროში შუახნის კაცი გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ თბილისის სატრანსპორტო სამსახურში დაუდასტურეს. შემთხვევა 10:00 საათზე მოხდა.
მათივე ინფორმაციით, მამაკაცი როდესად მატარებლიდან გადმოვიდა, შეუძლოდ გახდა.
ადგილზე გამოძახებული იყო სამედიცინო სამსახურის ბრიგადები, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, თრომბი გახდა.