LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება

432
metro-tbilisi

თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს, – ამის შესახებ განცხადებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. ამის მიზეზი სადგურის მოედანზე ტექნიკური შეფერხება გახდა.

“მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ ტექნიკური მიზეზის გამო შეჩერდა მეტროს ერთი შემდგენლობა და საჭირო გახდა მისი ჩიხში გადაყვანა. აღნიშნულის გამო თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს. შეფერხება გაგრძელდება 10-15 წუთი. საბურთალოს ხაზი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,” – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები